დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი "ანტიკორუფციული სააგენტოს" სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შემადგენლობიდან გამოსვლას მოითხოვს. საჯარო პოლიტიკის ანალიტიკურ ინსტიტუტში, მიაჩნიათ, რომ ანტიკორუსფიული სააგენტო, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს არ უნდა ექვემდებარებოდეს.
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტში ამბობენ, რომ სუსი წარმოადგენს უწყებას რომელზე ზედამხედველობაც არც საზოგადოების ჯგუფებისა და არც პარლამენტის მხრიდან ხორციელდება. ანტიკორუფციული უწყება კი გამჭვირვალეობით და ანგარიშ ვალდებულების მაღალი ხარისხით უნდა ხასიათდებოდეს.
ინსტიტუტი, ანტიკორუფციული სააგენტოს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შემადგენლობიდან გამოსვლას მოითხოვს.