პოლიტიკური მიმომხილველი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელ "ფეიბუქში" პოსტს აქვეყნებს და თან ურთავს ფოტოს, სადაც ის იხსენებს ბიძინა ივანიშვილის 2014 წლის ინტერვიუს, რუსეთ-საქართველოს ომზე. მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილმა იცის რომ 2008 წელს რუსეთის ამოცანა, რეჟიმის ცვლილება და მარიონეტული რეჟიმის დასმა იყო. "ეს არის ფრაზა ივანიშვილის 2014 წლის ინტერვიუდან. თუ მოუსმენთ, ივანიშვილი, ზუსტად ისე, როგორც პუტინი - ყველაფერს ამბობს, არაფერს მალავს, უნდა მოუსმინო უბრალოდ და სერიოზულად მიიღო. მან იცის რომ 2008 წელს რუსეთის ამოცანა რეჟიმის ცვლილება და მარიონეტული რეჟიმის დასმა იყო. რომ დათანხმებოდა, ომი არ იქნებოდაო. ზელენსკი რომ არ გაიქცა ავღანეთის მთავრობასავით, ამიტომაა ომი უკრაინაში - ამას ამტკიცებს ბიძინა! უგუნურნო! ღარიბაშვილის პოლიტიკის წყარო არის ბიძინა ივანიშვილი. ბიძინა ივანიშვილია ამ ქვეყნის მტერი და ბიძინა ივანიშვილია ამოსაძირკვი. ბიძინა ივანიშვილია რუსული პროპაგანდის სათავე! ან შეწყვეტთ ბიძინა ივანიშვილის მრეცხავის - სალომე ზურაბიშვილისთვის წონის გაზრდას, რომელიც საერთაშორისო ფორუმებზე ამტკიცებს რომ ბიძინა ივანიშვილი არაფერ შუაშია და ამით, ოლიგარქის "უარყოფის შესაძლებლობას" განამტკიცებს! ან უბრალოდ საზიზრები ხართ და თქვენი გასაზიზღრება უნდა იყოს ყველა პატრიოტის ამოცანა. წარმოუდგენელი, ენით აღუწერელი, გრანდიოზული სიბეცეა სალომე ზურაბიშვილის ლეგიტიმაცია თუ ის გაჭრილად, ცალსახად და ყველა საერთაშორისო ფორუმზე თუ მედიაში, კონკრეტულად ბიძინა ივანიშვილს არ უპირისპირდება და მას არ ამხელს!" , - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.