საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) შპს „დიდი დიღომი“ სემეკის რეგულაციების დარღვევის გამო 75 ათასი ლარით დააჯარიმა. ამის შესახებ ინფორმაციას სემეკ-ი ავრცელებს.
მათივე ცნობით, კომპანიამ დაკისრებული ჯარიმის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტში 10 დღის ვადაში უნდა უზრუნველყოს.
ამასთან, დაჯარიმების საფუძველია შპს „დიდი დიღომის“ მიერ სემეკის „ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების“, „მომსახურების ხარისხის წესების“ მოთხოვნების დარღვევა, უსაფრთხოების ნორმებითა და წესებით დადგენილი პროცედურების გარეშე მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზით მომარაგების შეწყვეტა და გაშვება.
სემეკ-ის ინფორმაციითვე, შპს „დიდ დიღომს“ განემარტა, რომ დარღვევის განმეორების შემთხვევაში კომპანია ჯარიმის გაორმაგებული ოდენობით დაჯარიმდება.