მიხეილ სააკაშვილი გერმანული სასამართლოს მიერ გიგი კალანდაძის გამართლების ფაქტს გამოეხმაურა - Palitra News

მიხეილ სააკაშვილი გერმანული სასამართლოს მიერ გიგი კალანდაძის გამართლების ფაქტს გამოეხმაურა

2022-03-18 11:06:38+04:00

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, გერმანული სასამართლოს მიერ გიგი კალანდაძის გამართლების ფაქტს გამოეხმაურა. მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ სასამართლომ ერთ-ერთ არგუმენტად მისი პატიმრობის უსამართლობა დაასახელა. ყოფილი პრეზიდენტის განმარტებით, მას ჰააგა, ბერლინი და კიევიც ამართლებს თუმცა ქართული ხელისუფლება ასამართლებს.

განცხადება ექსპრეზიდენტმა, სოციალურ ქსელ ფეისბუკზე გაავრცელა.