გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს მიერ დაზვერვის მონაცემების შეფასებით, რუსული ძალები უკრაინაში შეტევის შესანარჩუნებლად იბრძვიან.
„ლოგისტიკური პრობლემები კვლავ არებობს. ჯარისკაცებმა ვერ შეძლეს თავიანთი საჯარისო ნაწილების ეფექტურად მომარაგება საკვებითა და საწვავით,“- აცხადებენ უწყებაში.
მათივე ცნობით, უკაინელი სამხედრობის მიერ განხორციელებული კონტრშეტევები რუსეთს აიძულებს, ჯარიკაცების დიდი რაოდენობა მიწოდების ხაზების დასაცავად მიმართოს.
"უკრაინის მხრიდან უწყვეტი კონტრშეტევები აიძულებს რუსეთს, ჯარიკაცების დიდი რაოდენობა მიწოდების ხაზების დასაცავად მიმართოს. ეს მკვეთრად ზღუდავს რუსეთის თავდასხმის პოტენციალს,“- აცხადებენ ბრიტანეთის თავდაცვის უწყებაში.