ბათუმში საქართველოსა და პოლონეთის პრემიერ-მინისტრების შეხვედრა გაიმართა - Palitra News

ბათუმში საქართველოსა და პოლონეთის პრემიერ-მინისტრების შეხვედრა გაიმართა

2022-03-17 17:03:22+04:00

ბათუმში, საქართველოსა და პოლონეთის პრემიერ-მინისტრებს, ირაკლი ღარიბაშვილსა და მათეუშ მორავიეცკის შორის შეხვედრა პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში გაიმართა. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველო აფასებს პოლონეთის მტკიცე მხარდაჭერას ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისადმი. პრემიერებმა უკრაინაში განვითარებულ მოვლენებსა და რუსეთის სამხედრო აგრესიაზე გაამახვილეს ყურადღება. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მან პოლონეთის პრემიერ-მინისტრს გააცნო ის აქტიური პოლიტიკური და ჰუმანიტარული დახმარება, რომელსაც საქართველო უწევს უკრაინას ყველა საერთაშორისო, პოლიტიკურ დონეზე,როგორც პრემიერმა აღნიშნა, საქართველო კვლავაც იქნება უკრაინასადმი სოლიდარული და მტკიცედ გააგრძელებს მის მხარდაჭერას. ირაკლი ღარიბაშვილმა აგრესორი ქვეყნიადმი დაწესებულ სანქციებზეც ისუბრა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, გვისტოს ომის შემდეგ მაშინდელი მსოფლიო ლიდერების მხრიდან რუსეთის მიმართ არავითარი სანქცია არ დაწესებულა, ხოლო საქართველოს მაშინდელმა ხელისუფლებამ რუსეთის მოქალაქეებს ცალმხრივად სავიზო რეჟიმი მოუხსნა და მხარი დაუჭირა რუსეთის სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებას.