ნატო არ გარისკავს უკრაინის ომის ესკალაციას მასში სამხედრო ჩართულობით, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ნატოს გენერალურ მდივანთან იენს სტოლტენბერგთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, ალიანსის ძირითადი მოვალეობაა უზრუნველყოს ყველა წევრი ქვეყნის უსაფრთხოება.
„უკრაინაში ადამიანთა ბედი ღრმად გვაწუხებს. პუტინმა უკრაინის მოსახლეობას საზარელი წამება და სიკვდილი მოუტანა. ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით.
ჩვენ ასევე, დამწუხრებულები ვართ იმ ბევრი ახალგაზრდა რუსის გამო, რომელთაც, მათი ხელმძღვანელობა ამ უაზრო ომში გაუძღვა,“- განაცხადა შოლცმა.
მისი თქმით, ამაზე სრული პასუხისმგებლობა რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს ეკისრება.