უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბუნდესტაგში ვირტუალური გამოსვლისას გერმანიას მოუწოდა, დაანგრიოს ახალი რუსული კედელი ევროპაში და ითხოვა, რომ ოფიციალურმა ბერლინმა მხარი დაუჭიროს მისი ქვეყნის ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებას.
„ეს არ არის ბერლინის კედელი - ეს არის კედელი ცენტრალურ ევროპაში თავისუფლებასა და მონობას შორის და ეს კედელი უფრო დიდი ხდება ყოველ ბომბთან ერთად, რომელსაც უკრაინაში აგდებენ“, - მიმართა უკრაინის ლიდერმა გერმანელ კანონმდებლებს.
„ძვირფასო ბატონო შოლც, დაანგრიეთ ეს კედელი“, - სთხოვა ზელენსკიმ გერმანიის კანცლერს, ოლაფ შოლცს.
მედიის ინფორმაციით, ზელენსკის აღნიშნული ფრაზა გერმანიის დედაქალაქში, აშშ-ს პრეზიდენტის რონალდ რეიგანის მიერ, ცივი ომის დროს წარმოთქმული ცნობილ სიტყვის “გახსენებაა“, რა დროსაც თეთრი სახლის იმჟამინდელმა ლიდერმა საბჭოთა კავშირის მეთაურს მიხეილ გორბაჩოვს ბერლინის კედლის დანგრევისკენ მოუწოდა.