საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, არსებობს ინფორმაცია, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შიგნით და გამყოფ ხაზთან პროვოკაციები იგეგმება.
როგორც მან დღევანდელ სასამართლო პროცესზე განაცხადა, დაგეგმილია, რომ ეს პროვოკაცია ოპოზიციურ ჯგუფებს დაბრალდეს და შემდეგ, რუსეთის მთავრობამ საქართველოს ნეიტრალიტეტის გამოცხადება მოსთხოვოს.