საქალაქო სასამართლოში საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის პროცესი მიმდინარეობს - Palitra News

საქალაქო სასამართლოში საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის პროცესი მიმდინარეობს

2022-03-17 13:07:52+04:00

თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე, რომელიც საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთას ეხება, სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. სხდომას ესწრება ბრალდებული მიხეილ სააკაშვილი. დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარის მტკიცებულებებს გამოიკვლევენ. სასამართლო პროცესის პარალელურად, სასამართლოს ეზოში სააკაშვილის მხარდამჭერები და აქტივისტები არიან მობილიზებული.