ჩერნიგოვში გუშინ რუსული სამხედრო ძალების მიერ მიტანილი იერიშის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 53-მდე გაიზარდა - Palitra News

ჩერნიგოვში გუშინ რუსული სამხედრო ძალების მიერ მიტანილი იერიშის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 53-მდე გაიზარდა

2022-03-17 12:11:09+04:00

ჩერნიგოვში გუშინ რუსული სამხედრო ძალების მიერ მიტანილი იერიშის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 53-მდე გაიზარდა.

რუსმა ოკუპანტებმა გუშინ ჩერნიგოვში პურის რიგში მყოფი ადამიანები დაბომბეს, შედეგად ვრცელდებოდა ინფორმაცია 10 გარდაცვლილზე. მათ იერიში მიიტანეს საცხოვრებელ სახლებზეც.

ცნობისთვის, ჩერნიგოვი რუსი ოკუპანტების ალყაში 25 თებერვლიდან არის.