სტუდენტობის დროს მოფიქრებული იდეა შეექმნა იმ სტილის ჩანთები, რომელსაც უცხოურ ფილმებში ახალგაზრდები ატარებდნენ წარმატებით განახორციელა. თავდაპირველად საკუთარი თავისთვის სცადა ნაჭრის ჩანთის შეკერვა, რომელმაც დიდი მოწონება დაიმსახურა მისი მეგობრებისგან. 2019 წელს მარიამ მაისურაძემ თავის დებთან ერთად გადაწყვიტა დაეწყო მრავალფეროვანი და ფერადი ნაჭრის ჩანთების შეკერვა და ასე შეიქმნა ახალი ბრენდი "მაისუ".
ერთი ჩანთის შეკერვის ხანგრძლივობა დამოკიდებულია მის სირთულეზე, თუმცა საშუალოდ მის შექმნას 20 წუთი უნდა. აღსანიშნავია, რომ თითოეული ჩანთის პირველი ვიზუალი მათ არქივში რჩება.
გოგონები უახლოეს მომავალში გეგმავენ სახელოსნოს გაფართოებას, რაც მათ პროდუქტების მრავალფეროვნების გაზრდაში დაეხმარებათ. ასევე გეგმაში აქვთ მამაკაცის ხაზის დამატება და არამხოლოდ ნაჭრის, არამედ სხვა მასალით დამზადებული ჩანთების შეკერვას.