უკრაინის დედაქალაქ კიევში საცხოვრებელი კორპუსის დაბომბვის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, 3 კი დაშავდა.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, თავდასხმა კიევის დარნიცკის რაიონში, ადგილობრივი დროით 05:02 საათზე მოხდა.
მაშველებმა საცხოვრებელი კორპუსიდან მოსახლეობის ევაკუაცია განახორციელეს.