კრემლში აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის განცხადებას, რომლის თანახმადაც, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ომის დამნაშავეა, "უპატიებელი" უწოდეს. ამის შესახებ ინფორმაციას "ბიბისი" საინფორმაციო სააგენტო TASS-ზე დაყრდნობით ავრცელებს.
საინფორმაციო სააგენტო TASS-ის ცნობით, კრემლი ამბობს, რომ ბაიდენის კომენტარები "მიუღებელი და უპატიებელი რიტორიკაა".
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს პირველად უწოდა „ომის დამნაშავე“. "ვფიქრობ, ის ომის დამნაშავეა", - განაცხადა ბაიდენმა მედიასთან.