უკრაინის ვიცე-პრემიერი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ოლგა სტეფანიშინა განმარტავს, რომ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის კონგრესში წარდგენილ მიმართვაში ნატო ნახსენები არ იყო, რადგან ეს არ არის ისეთი მნიშვნელოვანი, როგორც უკრაინის თავზე არასაფრენი ზონის გამოცხადება და ქვეყნისთვის იარაღის მიწოდება.
„ვფიქრობ, რომ ნატო არ არის ისეთი მნიშვნელოვანი, როგორც ფრენის აკრძალული ზონა და მეტი იარაღი და საკუთარი თავის დაცვის შესაძლებლობა. ახლა საქმე გადარჩენას ეხება“,- აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.
მისი თქმით, პუტინი ომში მარცხდება, რადგან „სარდლობის ჯაჭვმა, რომელიც მას დეზინფორმაციას აწვდის და მის გარშემო არსებულმა ხელმძღვანელობამ, როგორც ჩანს, არაფერი იციან ჩვენი ერის შესახებ“.