მელიტოპოლის მერის ტყვეობიდან დახსნა მოხერხდა. იმ მელიტოპოლის, რომელიც მტერს არ დანებდა და არც არასდროს დანებდება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, უკრაინელები ყოველთვის დაიცავენ ერთმანეთს.
„ივან ფიოდოროვი თავისუფალია! ოკუპანტებმა ის 11 მარტს გაიტაცეს. შესთავაზეს კოლაბორაცია, თუმცა, ჩვენმა ბიჭმა გაუძლო, არ დანებდა, ისევე როგორც ყველა ჩვენგანი არ დავნებდით. იმიტომ რომ ჩვენ უკრაინელები ვართ და ყოველთვის დავიცავთ ჩვენსას და ჩვენიანებს”,- აღნიშნა ზელენსკიმ.