შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სამუშაო ჯგუფი ჩამოაყალიბა, რომლის მიზანი რუსეთის ელიტისა და რუსი ოლიგარქების აქტივების დაყადაღებაა.
CNN-ის ინფორმაციით, ჯგუფში შედიან ავსტრალიის, გაერთიანებული სამეფოს, კანადის, იაპონიის, გერმანიის, საფრანგეთის, იტალიისა და ევროპული კომისიის წარმომადგენლები.
აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა ჯანეტ იელენმა და გენერალურმა პროკურორმა მერიკ გარლანდიმ მონაწილე ქვეყნების წარმომადგენლებთან პირველი ვირტუალური შეხვედრა უკვე გამართეს.
„მხოლოდ ბოლო სამი კვირის განმავლობაში აშშ-ის სამართალდამცავი ორგანოების მიერ უცხოელი პარტნიორებისთვის მიწოდებულმა ინფორმაციამ ხელი შეუწყო რამდენიმე გემის დაკავებას, რომელსაც სანქცირებული ფიზიკური პირები და სუბიექტები აკონტროლებდნენ“, - აღნიშნულია აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის განცხადებაში.
უწყების განმარტებით, ჩამორთმეული გემების ღირებულება„ასობით მილიონი აშშ დოლარია.“
ამასთან, ცნობილია, რომ სამუშაო ჯგუფის წევრებს გადასცეს 50 პირის სია, იმისთვის, რომ გამოძიებისა მათზე მიმართონ.