საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პროკურორი კარიმ ხანი უკვე უკრაინაშია, ამიტომ რუსი ოკუპანტები პასუხს აგებენ უკრაინელების წინააღმდეგ ჩადენილი ყველა ომის დანაშაულისთვის. ამის შესახებ პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
„დღეს ვესაუბრე ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორ კარიმ ხანს. ის უკვე უკრაინაშია, უკვე დაიწყო მუშაობა. ასე რომ, ოკუპანტები პასუხისმგებელნი იქნებიან უკრაინელების წინააღმდეგ ჩადენილი ყველა ომის დანაშაულზე“, - განაცხადა ზელენსკიმ.
გარდა ამისა, ვიდეომიმართვაში პრეზიდენტმა მოუწოდა მოქალაქეებს, რომ არ გაამჟღავნონ უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალების მუშაობის დეტალები ან ოკუპანტების რუკები.
„თუ იცით, სად არის მტერი და სად დატოვეს ტანკები და სხვა ჯავშანტექნიკა თუ იარაღი, გთხოვთ, შეატყობინოთ უკრაინულ ძალებს. მოდით, ყველაფერი ჩვენი გამარჯვებისთვის გამოვიყენოთ. გამარჯვებისთვის კი ბრძენი იყავით. არ გამოაქვეყნოთ დეტალები ჩვენი საჰაერო თავდაცვის შესახებ, როცა დაინახავთ როგორ მუშაობენ ჩვენი ბიჭები“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
მან ასევე მოუწოდა უკრაინელებს, არ გამოაქვეყნონ რუკები , რომლებსაც აღმოაჩენენ მიტოვებულ რუსულ მანქანებში და ოკუპანტების მიერ გატეხილ სამეთაურო პუნქტებში.
მანამდე თავდაცვის სამინისტრომ მოუწოდა უკრაინელებს, არ გაავრცელონ ინფორმაცია იარაღისა და აღჭურვილობის შესახებ, რომელთა გადაცემაც იგეგმება ან უკვე გადაცემულია უკრაინისთვის.