დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, უკრაინის დასახმარებლად მილიონ 117 ათასი ლარი შეგროვდა. როგორც კალაძემ დღეს გამართულ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, საკრებულოსთან შეთანხმებული გადაწყვეტილების მიხედვით, თბილისში მყოფი უკრაინელი ოჯახების შვილები საბავშვო ბაღებში სიარულს ყოველგვარი გადასახადის გარეშე შეძლებენ.