"ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტში საკანონმდებლო ინიციატივას არეგისტრირებს, რომელიც რუსეთის რეზიდენტ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს ქვეყნის სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობას უკრძალავს - Palitra News

"ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტში საკანონმდებლო ინიციატივას არეგისტრირებს, რომელიც რუსეთის რეზიდენტ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს ქვეყნის სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობას უკრძალავს

2022-03-16 14:11:35+04:00

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტში საკანონმდებლო ინიციატივას არეგისტრირებს, რომელიც რუსეთის რეზიდენტ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს ქვეყნის სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობას უკრძალავს.

პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, 200-მდე კომპანია რუსეთშია დარეგისტრირებული და საქართველოში ახორციელებს ეკონომიკურ საქმიანობას. მისივე თქმით, მარტივი ჭეშმარიტებაა, რომ „მწირი ბიუჯეტიდან თანხა რუსულ ეკონომიკაში არ უნდა მივმართოთ“.