რუსული აგრესიის შედეგად უკრაინაში 103 ბავშვი დაიღუპა - Palitra News

რუსული აგრესიის შედეგად უკრაინაში 103 ბავშვი დაიღუპა

2022-03-16 13:21:19+04:00

უკრაინის გენერალური პროკურორის ირინა ვენედიქტოვას განცხადებით, რუსეთის უკრაინაში შემოჭრის დაწყებიდან, 103 ბავშვი დაიღუპა, - ამის შესახებ ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს.

ვენედიქტოვას თქმით, რუსულმა ძალებმა 400-ზე მეტ სკოლაზე მიიტანეს იერიში, რომელთაგან 59 განადგურდა.