უკრაინის სამხედროების ინფორმაციით, 24 თებერვალს, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ, 13 800 რუსი ჯარისკაცი დაიღუპა, - ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Guardian-ი, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ანგარიშზე დაყრდნობით ავრცელებს.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, განადგურებულია კიდევ 430 ტანკი, 1375 ჯავშანტექნიკა, 190 საარტილერიო სისტემა და 108 შვეულმფრენი.