ვლადიმერ პუტინთან ახლო ურთიერთობის გამო რუსი მილიარდერი რომან აბრამოვიჩი ინგლისის მთავრობის მიერ დაწესებული სანქციების ქვეშ მოყვა. მოგეხსენებათ, ოლიგარქს "ჩელსი" ჩამოართვეს და ბრიტანეთიდანაც გამოაძევეს.
რუსეთის მიერ უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ თითქმის მთელი მსოფლიო ერთხმად უკრაინას მხარს უჭერს, პუტინთან დაახლოებულ პირებზე კი ნელ-ნელა ყველაფრის გარკვევა დაიწყეს. BBC-მ დოკუმენტური ფილმი გამოაქვეყნა, სადაც აღწერილია, თუ საიდან იშოვა აბრამოვიჩმა ამდენი ფული. საუბარია ქურდობაზე, კორუფციასა და გატაცებაზე.
როგორ გამოიმუშავა აბრამოვიჩმა ამდენი თანხა?
რომანს პირველი კანონდარღვევა 1992 წელს საწვავით დატვირთული ავზის გატაცებით უფიქსირდება. რუს ბიზნესმენს მისიგაყიდვა და დიდძალი მატერიალური სარგებლის ნახვა სურდა. რუსმა ადვოკატებმა BBC-ს განუცხადეს, რომ ეს ყველაფერი გაურკვევლობა იყო და სინამდვილეში ყველაფერი სხვანაირად მოხდა. მაშინ პოლიციას მისი დაკავების ორდერი გადაეცა, თუმცა მას შემდეგ ეს საქმე უკვალოდ გაქრა...
რა თქმა უნდა, ჩამონათვალში კორუფციასაც შეხვდებით. იმისთვის, რომ "გაზპრომის" წილი შეეძინა, პოლიტიკური გავლენა სჭირდებოდა, რუს მილიარდერს კი ეს "პატივი" არ ჰქონდა. ამიტომაც ბორის ბერეზოვსკის (მეორე რუსი ოლიგარქი, აღსანიშნავია, რომ ეს ინფორმაცია თვითონვე დაადასტურა) 10 მილიონი ფუნტი გადასცა, რათა ბორის ელცინის მთავრობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურისთვის, ალექსანდრ კორჟაკოვისთვის გადაეხადა. 1997 წელს წილის ყიდვა თაღლითობის ბრალდებით იქნა გამოძიებული, თუმცა... ალბათ, თქვენ თვითონვე მიხვდებით... რუსეთის პრეზიდენტის მხარდაჭერა ჰქონდა და ხელშეუხებელი იყო.
სტატია სრულად იხილეთ Sportall.ge-ზე