დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ, უკრაინაში არსებული ვითარების შესახებ, თავისი უახლესი სადაზვერვო ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ რუსეთი სულ უფრო მეტად ცდილობს დამატებითი ჯარების მობილიზებას, რომ ჩაანაცვლონ და გააძლიერონ მათი დანაკარგები. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Guardian-ი ავრცელებს.
„რუსეთი სულ უფრო მეტად ცდილობს დამატებითი ჯარების მობილიზებას, უკრაინაში მისი პერსონალის დანაკარგების ჩასანაცვლებლად და გასაძლიერებლად. ამ დანაკარგების შედეგად, სავარაუდოდ, რუსეთს უჭირს შემტევი მოქმედებების წარმოება, უკრაინის მდგრადი წინააღმდეგობის ფონზე. პერსონალის მუდმივი დანაკარგი, ასევე გაურთულებს რუსეთს ოკუპირებული ტერიტორიის დაცვას. რუსეთი გადაანაწილებს ძალებს ისეთი შორიდან, როგორიც არის მისი აღმოსავლეთი სამხედრო ოლქი, წყნარი ოკეანის ფლოტი და სომხეთი. ის ასევე სულ უფრო მეტად ცდილობს, გამოიყენოს არარეგულარული წყაროები, როგორიც არის კერძო სამხედრო კომპანიები, სირიელები და სხვა დაქირავებულები. რუსეთი, სავარაუდოდ, შეეცდება გამოიყენოს ეს ძალები, ხელში ჩაგდებული ტერიტორიის დასაკავებლად“, - ნათქვამია ანგარიშში.