საქართველო არ შეუძლია ისე მოიქცეს, როგორც ნატოს წევრი ქვეყანა, რადგან მისი ტერიტორიის ნაწილი რუსეთის მიერ არის ოკუპირებული, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „ევრონიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.
ჟურნალისტის კითხვაზე, რა არის იმის მიზეზი, რომ საქართველოდან უკრაინაში არ გაუშვეს მოხალისეები, რომლებსაც უკრაინული ძალებისთვის დახმარების აღმოჩენა სურდათ, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ეს არ არის მთავრობის გადასაწყვეტი საკითხი და როგორც სხვა ქვეყნებიდან, საქართველოდანაც მოხალისეები თავად მიდიან.