უკრაინაში, გასული დღის განმავლობაში, ევაკუაციის დერეფნების საშუალებით 29 000-მდე მშვიდობიანი მოქალაქის ევაკუაცია განხორციელდა, - ამის შესახებ უკრაინის ვიცე პრემიერ-მინისტრმა ირინა ვერეშჩუკმა განაცხადა.
მისი თქმით, აქედან უმეტესობამ, 20 000-მა მოქალაქემ, ალყაში მოქცეული ქალაქი მარიუპოლი დატოვა.
ვიცე-პრემიერის ინფორმაციით, 8 533 ადამიანი გაიყვანეს სუმის ოლქის ქალაქებიდან, ხოლო ხარკოვის ოლქიდან სამედიცინო სექტორის 320 თანამშრომელი.