მაშინ, როცა ჩვენს მიწაზე რუსეთის ფედერაციის სრულმასშტაბიანი შემოჭრის გამო უკრაინა ბევრმა ელჩმაც კი დატოვა, ამ პატივცემულ ადამიანებს - დამოუკიდებელი ევროპული სახელმწიფოების ლიდერებს - არაფრის არ ეშინიათ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვენდობით პოლონეთის, ჩეხეთისა და სლოვენიის ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა სამ ქვეყანას უკრაინისადმი გაწეული დახმარებისთვის.
„ისინი არიან აქ, რათა მხარი დაგვიჭირონ. ეს არის დიდი, გაბედული, სწორი და მეგობრული ნაბიჯი. დარწმუნებული ვარ, ასეთ მეგობრებთან, ასეთ ქვეყნებთან, მეზობლებთან და პარტნიორებთან ერთად ჩვენ ნამდვილად შევძლებთ გამარჯვებას. რაც მთავარია, ჩვენ აბსოლუტურად ვენდობით ამ ქვეყნების ლიდერებს და ამიტომ, როდესაც ვსაუბრობთ უსაფრთხოების გარანტიებზე, ჩვენს მომავალზე ევროკავშირში, ან ვსაუბრობთ სანქციების პოლიტიკაზე, ჩვენ 100%-ით ვიცით, რომ ყველაფერი, რასაც განვიხილავთ, რეალურად მიაღწევს პოზიტიურ მიზანს ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი უსაფრთხოებისთვის და ჩვენი მომავლისთვის“, - აღნიშნა ზელენსკიმ.