მატეუშ მორავეცკი - ევროპას უნდა ესმოდეს, რომ თუ უკრაინას დაკარგავს, ის ევროპა აღარ იქნება - Palitra News

მატეუშ მორავეცკი - ევროპას უნდა ესმოდეს, რომ თუ უკრაინას დაკარგავს, ის ევროპა აღარ იქნება

2022-03-16 08:34:41+04:00

ევროპას უნდა ესმოდეს, რომ თუ უკრაინას დაკარგავს, აღარასოდეს იქნება ისეთი, როგორიც არის. ის აღარ იქნება ევროპა, - ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავეცკიმ უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ „ტვიტერზე“ დაწერა.

პოლონეთის პრემიერის თქმით, მას ძლიერი და მტკიცე ევროპის ხილვა სურს.

„ის იქნება საკუთარი ყოფილი „მე“-ს დამარცხებული, დამცირებული და პათეტიკური ვერსია. მე მინდა ძლიერი და მტკიცე ევროპა,“- აცხადებს პოლონეთის პრემიერი.

შეგახსენებთ, პოლონეთის, სლოვენიისა და ჩეხეთის პრემიერ-მინიტრები უკრაინაში იმყოფებიან.