თქვენ იბრძვით თქვენი სიცოცხლისთვის, ქვეყნისთვის და თავისუფლებისთვის და ვიცით, რომ იბრძვით ჩვენი სიცოცხლისთვისაც, - ამის შესახებ ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა, პეტრ ფიალამ უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ „ტვიტერზე“ დაწერა.
„მოხარული ვარ, რომ კიევში ვიმყოფები სხვა ლიდერებთან ერთად, რათა მხარი დავუჭიროთ უკრაინას და მის ხალხს. აღფრთოვანებული ვართ თქვენი მამაცი ბრძოლით. თქვენ იბრძვით თქვენი სიცოცხლისთვის, ქვეყნისა და თავისუფლებისთვის და ვიცით, რომ იბრძვით ჩვენი სიცოცხლისთვისაც. მარტო არ ხართ, ჩვენი ქვეყნები თქვენს გვერდით დგანან“, – წერს ფიალა.