უკრაინის თავდაცვის მინისტრი, ალექსეი რეზნიკოვი ნატო-ს თავდაცვის მინისტრების შეხვედრაზე სიტყვით გამოვა, - СNN-ის ინფორმაციით, ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა პირმა განაცხადა.
მისი თქმით, ბრიუსელში გამართული შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდება უკრაინის კრიზისის შეფასებებზე.
მინისტრები ასევე განიხილავენ, რას ნიშნავს ეს შეჭრა და „რა გავლენას მოახდენს სტრატეგიულ გარემოსა და ტრანსატლანტიკური ალიანსის უსაფრთხოების გარემოზე მომავალში“.
აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ბელგიის დედაქალაქში იმყოფება და შეხვედრას დაესწრება.