რუსეთის მიერ 24 თებერვალს უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ, საქართველოში კერძო სექტორის ნაწილი მზაობას გამოთქვამს, შეიფარონ როგორც საქართველოში დარჩენილი უკრაინის მოქალაქეები, ასევე მიიღონ ომის მსხვერპლი ადამიანები უკრაინიდან საკუთარი განთავსების ობიექტებში.
ამასთან, პრემიერ მინისტრის ინიციატივით, ტურიზმის დეპარტამენტი, უფასოდ განათავსებს ტურისტებს, რომლებიც უკან, სამშობლოში დაბრუნებას ვერ ახერხებენ.
"ბიზნესპრესნიუსისთვის" საქართველოს ტურიზმის დეპარტამენტის მიერ მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, დღეს საქართველოს განთავსების ობიექტებში უკრაინის 308 მოქალაქე იმყოფება.