ჯო ბაიდენი მომავალ კვირაში ბრიუსელში ნატოს და ევროკავშირის ლიდერებს შეხვდება - Palitra News

ჯო ბაიდენი მომავალ კვირაში ბრიუსელში ნატოს და ევროკავშირის ლიდერებს შეხვდება

2022-03-15 21:46:58+04:00

აშშ-ის პრეზიდენტი ჯობაიდენი მომავალ კვირაში ბრიუსელში ევროკავშირისა და ნატოს ლიდერებს შეუერთდება. ამის შესახებ თეთრი სახლის განცხადებაშია ნათქვამი.

როგორც BBC-ი წერს, ევროკავშირისა და ნატოს ლიდერების შეხვედრა, სავარაუდოდ, დიდწილად უკრაინაში რუსეთის შეჭრაზე იქნება ფოკუსირებული, დღის წესრიგში იქნება საკითხები, როგორიცაა „უსაფრთხოება და თავდაცვა“ და „საგარეო ურთიერთობები“.

აშშ-ის პრეზიდენტი ევროკავშირში კოლეგებს ხუთშაბათს, 24 მარტს შეხვდება.