ნატოს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განხადებით, ნატოს სამხედრო პოზიცია ახალი რეალობისთვის მზად უნდა იყოს.
ამის შესახებ მან პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
„ხვალ ნატოს ლიდერები დაიწყებენ გრძელვადიან პერსპექტივაში უსაფრთხოების გასაძლიერებლად კონკრეტული ზომების საკითხების განხილვას. შეხვედრაზე იქნებიან ჩვენი ძველი პარტნიორებიც. მათ შორის საქართველო, ფინეთი, შვედეთი და ევროკავშირი“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.