საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხელ სააკაშვილის "ფეისბუქზე" მისი წერილი ვრცელდება. როგორც ყოფილი პრეზდიენტი წერს, პენიტენციური სამსახური ცრუობს, იმის შესახებ, რომ MRT კვლევაზე მან უარი თქვა. "პენიტენციური სამსახური ცრუობს, როცა წერს, რომ MRT კვლევაზე უარი ვთქვი. საქმე იმაშია, რომ მე მჭირდება 3 Tesla კლასის MRT აპარატი და რესპუბლიკურს მხოლოდ 1,5 Tesla გააჩნია, თანაც 3 Tesla აპარატს სჭირდება სპეციალური პროგრამა, რაც საქართველოში მხოლოდ ერთ კლინიკას აქვს. ამიტომ, რაც შემომთავაზეს, ეგ იყო "ბლეფი" და როგორც ყოველთვის ცრუობენ", - წერს მიხეილ სააკაშვილი.