კიევში დღეს საღამოდან ხუთშაბათ დილამდე „კომენდანტის საათი“ იმოქმედებს. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა ვიტალი კლიჩკომ განაცხადა.
„კომენდანტის საათი“ კიევში, დღეს, 20:00 საათზე ამოქმედდება და 17 მარტის 07:00 საათამდე გაგრძელდება.
„დღეს რთული და სახიფათო მომენტია. სამხედრო მეთაურების გადაწყვეტილებით, დღეს 20:00 საათიდან კიევში „კომენდანტის საათი“ ამოქმედდება. გამოსვლა მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება ნებართული, თუ ადამიანები თავშესაფრისკენ გადაადგილდებიან. „კომენდანტის საათი“ 17 მარტის დილის 7:00 საათამდე იმოქმედებს,“- განაცხადა კლიჩკომ.
მან ადგილობრივ მოსახლეობას მოუწოდა 2 დღე-ღამის განმავლობაში სახლში ყოფნისთვის მოემზადონ და განგაშის სიგნალის შემთხვევაში თავშესაფრებში გადავიდნენ.