„აზოვის“ სამხედრო პოლკმა საოკუპაციო ძალების გენერალ-მაიორი მოკლა - Palitra News

„აზოვის“ სამხედრო პოლკმა საოკუპაციო ძალების გენერალ-მაიორი მოკლა

2022-03-15 14:16:10+04:00

„აზოვის“ სამხედრო პოლკმა საოკუპაციო ძალების გენერალ-მაიორი მოკლა. ამის შესახებ სამხედრო პოლკი ინფორმაციას „ტელეგრამის“ არხზე ავრცელებს.

რუსი გენერალ-მაიორის სახელი ამ დრომდე ცნობილი არ არის.

ცნობისთვის, მარიუპოლში „აზოვის“ სამხედრო პოლკმა მტრის არაერთი მძიმე ტექნიკა გაანადგურა.