რუსმა სამხედროებმა ლუგანსკის რეგიონიდან მშვიდობიან მოსახლეობას ევაკუაციის საშუალება არ მისცეს.
ამის შესახებ ლუგანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის თავმჯდომარემ სერგეი გაიდაიმ განაცხადა.
„არ არსებობს დუმილის რეჟიმი, რაც ნიშნავს, რომ დღეს არ იქნება საევაკუაციო დერეფანი. რუსეთის არმიას მშვიდობიანი მოსახლეობის სახით მეტი ომის მძევალი სურს და შეუძლებელს ხდის ევაკუაციას. დაბომბვა არ წყდება", - განაცხადა გაიდაიმ.
გაიდაის თქმით, გუშინ ავტობუსებით ევაკუაცია პოპასნაიადან ქალაქში ბრძოლის პარალელურად მიმდინარეობდა.