უკრაინაში, საბრძოლო მოქმედებების თეატრი უკვე მე-20-ე დღეა მიმდინარეობს. რუსები ამჟამად ხერსონს, ტროსტიანეცსა და მელიტოპოლს აკონტროლებენ. გუშინ გვიან ღამიღ, ხარკოვში, დაბომბვისას "ჰემინგუეის" პოპულარული პაბი განადგურდა. თავდასხმას ორი ადამიანი ემსხვერპლა.
მსოფლიო ბანკმა უკრაინისთვის დამატებით 200 მილიონი დოლარის ფინანსური დახმარების შესახებ გამოაცხადა. მსოფლიო ბანკის მიერ, უკრაინისთვის მობილიზებული მხარდაჭერის ერთობლივი ჯამური ოდენობა ახლა 925 მილიონ დოლარზე მეტია.
რუსეთის შეჭრის დღიდან ქვეყანა 2 მილიონ 700 ათასზე მეტმა ადამიანმა დატოვა. მათგან ნახევარზე მეტს პოლონეთი მასპინძლობს.