ვოლოდიმირ ზელენსკიმ რადას უკრაინაში საომარი მდგომარეობის ვადის გახანგრძლივების თაობაზე კანონპროექტი წარუდგინა - Palitra News

ვოლოდიმირ ზელენსკიმ რადას უკრაინაში საომარი მდგომარეობის ვადის გახანგრძლივების თაობაზე კანონპროექტი წარუდგინა

2022-03-15 08:33:49+04:00

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უმაღლეს რადას უკრაინაში საომარი მდგომარეობის გახანგრძლივების შესახებ კანონპროექტი წარუდგინა.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, უკრაინაში საომარი მდგომარეობის გაგრძელების შესახებ“ პრეზიდენტის შესაბამისი ბრძანება რადას ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

დოკუმენტი ითვალისწინებს საომარი მდგომარეობის გახანგრძლივებას 30 დღის ვადით.

როგორც ცნობილია, საომარი მდგომარეობის ვადა უკრაინაში 26 მარტის დილის 05:30 საათზე იწურება. წარდგენილი კანონპროექტით კი ერთი თვით, აპრილის ბოლომდე გაგრძელდება.