დმიტრო კულება - კანადა მხარს უჭერს უკრაინას, ყველა ფრონტზე - Palitra News

დმიტრო კულება - კანადა მხარს უჭერს უკრაინას, ყველა ფრონტზე

2022-03-15 08:28:17+04:00

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ მან ზარი განახორციელა კანადის საგარეო საქმეთა მინისტრთან, მელანი ჯოლისთან, რათა უკრაინის წინააღმდეგ, ,,რუსული აგრესიის შეჩერების გზები" განეხილა, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ,,ტვიტერში" კულებამ აღნიშნა, რომ ის და ჯოლი შეთანხმდნენ, რომ რუსეთზე სანქციების ზეწოლა გაიზრდება.

,,კანადა მხარს უჭერს უკრაინას, ყველა ფრონტზე", - განაცხადა კულებამ.