უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსულ მხარესთან რთული მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდი ჯერ კიდევ მიმდინარეობს. როგორც ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, მოლაპარაკებების შედეგებს ელიან, რომელსაც მოგვიანებით საზოგადოებასაც გააცნობენ.
„რთული მოლაპარაკებები გრძელდება. ყველა ელის ახალ ამბებს. საღამოს წარმოვადგენთ ინფორმაციას შედეგებზე“, - განაცხადა ზელენსკიმ.
ცნობისთვის, უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდი ვირტუალურ ფორმატში მიმდინარეობს.