საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე წლიური ანგარიშით წარსდგა. სალომე ზურაბიშვილმა სიტყვით გამოსვლილსას ხაზი გაუსვა საქართველოსა და უკრაინის უცვლელ პროდასავლურ კურსს და განაცხადა, რომ უკრაინასა და საქართველოს შორის ნებისმიერი უთანხმოება მხოლოდ რუსეთისთვისაა ხელსაყრელი. საქართველოს პრეზიდენტმა უკრაინის პრეზიდენტს მიმართა, დააბრუნოს ელჩი საქართველოში, რათა ორ მეგობარ ერს შორის, ამ უმძიმეს წუთებში, კავშირი კიდევ უფრო მჭიდრო გახდეს.პრეზიდენტმა საკუთარ მოხსენებაში ხელისუფლება და ოპოზიცია გააკრიტიკა და რამდენიმე ინიციატივით გამოვიდა. სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებით, საჭიროა სასწრაფოდ შეიქმნას ევროკავშირში ინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა და აპარატი, რომლის სერჩევა ოპოზიციის წიაღიდანაც შეიძლება. პრეზიდენტმა ასევე მიმართა მთავრობას, რომ ოპოზიციური სპექტრის მონაწილეობით შეიქმნას უსაფრთხოების საბჭოს გაფართოებული, ან სხვა ფორმატი, სადაც ყველა სენსიტიური საკითხი იქნება განხილული.