ამ ტრიბუნიდან მივმართავ, ჩემს კოლეგას და მეგობარს, უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის და ვთხოვ, დააბრუნოს ელჩი, რათა ჩვენ ორ ერს შორის, ამ უმძიმეს წუთებში, კავშირი სრულიად გამყარდეს და იყოს უფრო მჭიდრო და უდრეკი, - ასე მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას უკრაინელ კოლეგა ვოლოდიმირ ზელენსკის.
მისივე თქმით, უკრაინასა და საქართველოს შორის ნებისმიერი უთანხმოება რუსეთისთვის და მხოლოდ რუსეთისთვისაა ხელსაყრელი.
ამასთან, სიტყვით გამოსვლისას, სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შეწყალების საკითხზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ საკითხზე პასუხი ერთხელ უკვე გაცემულია.