საბრძლო მოქმედებების თეატრი უკრაინაში მე-19 დღეა მიმდინარეობს. რუსეთის შეჭრის დღიდან ქვყანა ორი მილიონ 500 ათასზე მეტმა ადამიანმა დატოვა. მათგან ნახევარზე მეტს პოლონეთი მასპინძლობს. აგრესორები ამჟამად ხერსონს, ტროსტიაკეცსა და მელიტოპოლს აკონტროლებენ, რომლის მერიც რამდენიმე დღეა გატაცებულია. რთული სიტუაციაა მარიუპოლში, ხარკოვში, სუმში და ვოლნოვახაში, რომელიც უკრაინული მედიისა და მაღალჩინოსნების ცნობით, მიწასთანაა გასწორებული.