უკრაინიდან საქართველოში 1600-მდე მოქალაქე დაბრუნდა - Palitra News

უკრაინიდან საქართველოში 1600-მდე მოქალაქე დაბრუნდა

2022-03-14 11:09:38+04:00

უკრაინიდან საქართველოში 1600-მდე მოქალაქე დაბრუნდა, - ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყებაში ამბობენ, რომ მხოლოდ 13 მარტს, უკრაინიდან რუმინეთში გადასული 40-მდე საქართველოს მოქალაქე დაბრუნდა სამშობლოში. დღეს რუმინეთიდან დამატებით საქართველოს 50 მოქალაქის ორგანზიებული გამომგზავრება მოხდება.