აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, იავოროვის საწვრთნელ ობიექტზე მომხდარ თავდასხმას გამოეხმაურა. ენტონი ბლინკენი მკაცრად გმობს უკრაინა-პოლონეთის საზღვართან მომხდარ თავდასხმას, რომელსაც 35 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. აქვე, ბლინკენის მიერ ტვიტერზე გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ სისასტიკე სასწრაფოდ უნდა შეწყდეს.
გუშინ, დასავლეთ უკრაინაში მდებარე სამხედრო ცენტრი 30 რუსული რაკეტით დაიბომბა. შედეგად, 35 ადამიანი დაიღუპა და 134 - დაშავდა.