უკრაინელმა სამხედროებმა, გასული დღის განმავლობაში, რუსული ძალების ოთხი თვითმფრინავი, სამი ვერტმფრენი და ერთი უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სარდლობაზე დაყრდნობით ავრცელებს.
„13 მარტის დღის განმავლობაში საჰაერო თავდაცვის ძალებმა ოთხი თვითმფრინავი, სამი ვერტმფრენი და ოკუპანტების უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, უკრაინულმა სამხედროებმა რუსეთის Су-35, Су-34 და Су-25 ტიპის თვითმფრინავები მაშინ გაანადგურეს, როდესაც ისინი უკრაინელი დამცველების თავდაცვით ნაგებობებზე ავიაიერიშს გეგმავდნენ. გარდა ამისა, საზენიტო-სარაკეტო ჯარებმა ოკუპანტის სამი ვერტმფრენი და კიდევ ერთი თვითმფრინავი ჩამოაგდეს.