ჩეხეთის რესპუბლიკა უკრაინისთვის დამატებითი სამხედრო დახმარების მიწოდებას გეგმავს, - ამის შესახებ ქვეყნის მთავრობის პრესსპიკერმა ვაცლავ სმოლკამ განაცხადა.
მისი თქმით, სამხედრო დახმარების ღირებულება მინიმუმ 31.5 მილიონი აშშ დოლარი იქნება.
ვაცლავ სმოლკას დახმარების პაკეტის დეტალებზე არ უსაუბრია, თუმცა აღნიშნა, რომ მიწოდების დრო დამოკიდებულია იმაზე, თუ როდის შეძლებს მისი მთავრობა "საჭირო მასალის" მიღებას.
ჩეხეთის რესპუბლიკამ 26 თებერვალს განაცხადა, რომ უკრაინას 8.5 მილიონ აშშ დოლარზე მეტი ღირებულების იარაღს გაუგზავნიდა.