ავსტრალიამ რუსი ოლიგარქებისადა მათი ოჯახის წევრების მიმართ ახალი სანქციები გამოაცხადა, - ინფორმაციას მედია საშუალებები ავსტრალიის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებენ.
მათივე ცნობით, საერთო ჯამში სანქციები 33 ადამიანს დაეკისრა, მათ შორისაა საფეხბურთო კლუბ “ჩელსის“ მფლობელი რომან აბრამოვიჩი, „გაზპრომის“ აღმასრულებელი დირექტორი ალექსეი მილერი და რუსეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ავიაკომპანიის, Rossiya-ს, ხელმძღვანელი დიმიტრი ლებედევი.
„ამ ოლიგარქთაგან ბევრი ხელს უწყობს ან უშუალოდ სარგებლობს კრემლის უკანონო ქმედებებით უკრაინაში 2014 წლიდან,”- აღნიშნულია ავსტრალიის საგარეო უწყების განცხადებაში.