ყავა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სასმელია. მისი პოპულარობა როგორც ევროპასა და ამერიკაში, ისე აზიის ქვეყნებშიც იზრდება, სადაც ყავის ხარისხს უფრო და უფრო მეტ მნიშვნელობას ანიჭებენ.ზოგიერთი ისტორიული წყაროს მიხედვით, დასახელება არაბული კაუე-დან წარმოიშვა, რაც ენერგიას, ძალას ნიშნავს. ყავის შესახებ ცნობები ძვ. წ. 575 წლიდან მოიპოვება, მისი სამშობლო ეთიოპიაა.